„ევროპული საქართველოს“ ინიციატივის გარშემო კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. პარტიის წევრების მოთხოვნას, ყველა ოპოზიციურმა ძალამ მათ წინადადებაზე მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს, გამოხმაურებები უკვე მოჰყვა. მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერის გუშინდელი შეფასება. თაკო ჩარკვიანმა ინიციატივას თაღლითობის მცდელობა უწოდა. ის პოზიციას არც დღეს ცვლის და ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და მათ მოწოდებებს არ ენდობა.
„ნაციონალური მოძრაობა“ კი საკუთარ, უპირობო მხარდაჭერას აფიქსირებს, თუმცა ოპოზიცურ პარტიაში აცახდებენ, რომ აზრის გამოთქმისა და კრიტიკის უფლება ყველას აქვს.
შეგახსენებთ, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, პირობა დადონ, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“, მთავრობის ჩამოყალიბების კუთხით, არ ითანამშრომლებენ.