კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ დანაკარგებთან ბრძოლის საკუთარ გეგმას ავრცელებს პარტია „ევროპული საქართველო.“
გეგმა საგადასახადო გადასახდელების შემცირებას მოიცავს. საუბარია საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირებაზე, ქონების გადასახადის განახევრებაზე და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირებაზე. „ევროპული საქართველოს“ წევრების აზრით, აღნიშნულო შეღავათები ძალაში აპრილიდან უნდა შევიდეს.