სამ პუნქტიანი გეგმა სასამართლო სისტემის შესახებ.
„ევროპული საქართველო“ საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ოთარ კახიძის განცხადებით, უნდა ამოქმედდეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, პარლამენტისთვის საკუთარი კანდიდატების წარდგენის მონოპოლია უნდა ჩამოერთვათ და ამის უფლება მიეცეს საბჭოს ყველა წევრს.
ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დასამტკიცებლად განისაზღვროს დეპუტატთა ¾ კვორუმი და გადაწყვეტილება მიღებული იყოს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად. კახიძის ამ ინიციატივას და სამ პუნქტიან გეგმას უპასუხა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.