„ევროპულ საქართველოში“ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, საქართველოსთვის სამარცხვინოს უწოდებენ.
გიორგი კანდელაკი განმარტავს, რომ ხელშეკრულების ძალაში შესვლა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მისი თქმით, დოკუმენტი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ტრაექტორიის შესახებ მეტყველებს, მაშინ, როდესაც თავისუფალმა სამყარომ ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.