„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლელა ქებურიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სიმბოლურად „სანდორას“ წვენი მიიტანა და ერთგვარი პერფორმანსი ჩაატარა. მისი თქმით, ამით მან პანდემიის პერიოდში სტუმრების გასამასპინძლებლად გუბერნიის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯები გააპროტესტა. ქებურიამ ტორტის, წვენებისა და ხილის ასორტის და სარესტორნო ხარჯებზე ისაუბრა. ბრალდებებს გუბერნატორმა, მალხაზ თორიამ უპასუხა და განაცხადა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში გუბერნიამ 30 ათასი ლარის ეკონომია გაწია და ოპოზიციურ პარტიას დეტალებში გარკვევა ურჩია.