„ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო კომისიებში საკუთარი წარმომადგენლები აღარ ეყოლება. სერგი კაპანაძის განცხადებით, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამით მეორე ტური კიდევ უფრო არალეგიტიმური გახდება. „ევროპული საქართველო“ არ აპირებს პარლამენტში შესვლას და მეორე ტურში მონაწილეობას, ამიტომ კომისიის წევრებს გამოიწვევს ყველა ოლქიდან, სადაც მეორე ტური ტარდება.