„ევროპული საქართველოს“ განცხადება

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის №67 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ბრალდება „ქართული ოცნების“ აქტივისტებს.

ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ ქალაქის ქუჩებში არსებული სააგიტაციო მასალა დაფარეს და დააზიანეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის პლაკატებით.

საპასუხო განცხადება ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ გააკეთა და განმარტა, რომ პირი რომელმაც პლაკატს სხვა პლაკატი გადააკრა ვერ იპოვეს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიაში ჩართვას, ზუგდიდის მერი ამბობს, რომ ის პოლიტიკური ფიგურაა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება აქვს.