„ევროპულმა საქართველომ“ გორში, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან თარხნიშვილი და კასპის მერობის კანდიდატი, გიორგი ხელაშვილი წარადგინა. შეხვედრაზე, რომელიც თეატრის ბაღში გაიმართა, „ევროპული საქართველოს“ ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაციაც შედგა.