„ევროპული საქართველოს“ ბრალდება

ოთხი ვაკანტური ადგილი და 14 მსურველი: საკონკურსო კომისიამ და პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები უნდა შეარჩიოს. კონკურსის დასრულებამდე კი საბჭოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა.

ევროპული საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ზაზა შათირიშვილის კანდიდატურის ლობირებაში ადანაშაულებს. როგორც თავად ამბობს, სწორედ ამ პარტიის წევრმა გადაიღო იმ შეხვედრის ამსახველი ფოტო, რომელსაც გუშინ ტელეკომპანია რუსთავი ორმა რეპორტაჟი მიუძღვნა.

ვასილ მაღლაფერიძე რეპორტაჟში ნახსენებ პირებთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის საკითხის განხილვა არც მისი და არც მაგიდასთან მყოფი ადამიანების კომპეტენციაში არ შედის.