"ევროპული საქართველო" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და იუსტიციის მინისტრის მისვლას ითხოვს პარლამენტში.
“ევროპული საქართველო” უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და იუსტიციის მინისტრის მისვლას ითხოვს პარლამენტში. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლებს რამდენიმე შეკითხვა აქვთ, მათ შორის, დადასტურდა თუ არა რომ მოკლული ჩატაევია. მათი თქმით, თუ ეს დადასტურდება, მაშინ საინტერესოა, როგორ მოხვდა საერთაშორისო ტერორისტი საქართველოში.