„ევროპული საქართველო“ ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი შეფასებით, ეს საქმე დასავლური მედიის ყურადღების ცენტრშია, ამ ფონზე კი ქართული მხარის დუმილი კითხვის ნიშნებს აჩენს.
„ევროპული საქართველო“ მომხდარში რუსულ კვალს ხედავს და მთავრობას მოუწოდებს, გერმანულ გამოძიებასთან აქტიურად ითანამშრომლოს.
მმართველი გუნდი ოპონენტების განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ქართული მხარე გერმანულ გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.