„ევროპული საქართველო“ დიმიტრი გაბუნიასა და მისი ბიზნესპარტნიორების საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ირმა ნადირაშვილი საგამოძიებო უწყებისგან ელოდება იმ გავლენების გამოკვლევას, რაც მისი მტკიცებით, გაბუნიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე გააჩნია. ნადირაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად სწორედ გაბუნიას ბიზნესპარტნიორი წარუდგინა.