"ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის პოსტზე ხელისუფლებას შალვა შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობს

მოთხოვნებს, რაც რუსთაველის გამზირზე უკვე მესამე დღეა ისმის, სრულად იზიარებს “ევროპული საქართველო”. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე დღეს მთავარი პროკურორის კანდიდატურაც დაასახელეს. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას შალვა შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობს.

დავით ბაქრაძის განმარტებით, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით, შავგულიძე შეძლებს, ამ რთულ ეტაპზე პროკურატურას უხელმძღვანელოს.

“ევროპული საქართველოს” წინადადებას უკვე გამოეხმაურა შალვა შავგულიძე. ის იღებს შემოთავაზებას და მზად არის, მიიღოს გამოწვევა და მთავარი პროკურორის პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.