„ევროპული საქართველოს“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დროულად გაუწიონ. საუბარია, ახალგორისა და ნინოწმინდის 20-მდე სოფლის მცხოვრებლებზე, რომელთაც სერგო რატიანის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრები ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას მოითხოვენ.