„ევროპული საქართველო“ იუსტიციის მინისტრს პასუხობს

პარტია „ევროპული საქართველო“ იუსტიციის მინისტრის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც თეა წულუკიანი პარტია „ევროპულ საქართველოს“ საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფორმატში ევროკონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თქმით, თეა წულუკიანი თანამდებობას არა სამართლის დასაცავად, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასასხმელად იყენებს.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კომისიამ მუშაობის პროცესში გამოავლინა, რომ მირზა სუბელიანის ახლობლებს ხელს აფარებდნენ საგამოძიებო უწყებები და მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორი.

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრი ირაკლი შოთაძეს ბოლო დღემდე იცავდა, ამიტომაც კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იუსტიციის მინისტრისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი იყო.