“ევროპული საქართველო” არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. შეხვედრაზე იმ საკითხებს განიხილავენ, რომელიც დაკავშირებულია ქალთა მიმართ ძალადობასთან მათ სექსუალურ შევიწროებასთან და ქონებრივ უფლებებთან. პარტიის წევრებმა მესამე სექტორს ოჯახში ძალადობის შესახებ ოთხი ახალი ინიციატივა გააცნეს.
საუბარია სამართლის წინაშე მსხვერპლის დაკითხვაზე, სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის სამთვიანი ვადის გაზრდაზე, მესამე ინიციატივა ეხება მეუღლეთა თანასაკუთრების საკითხს, ასევე “ევროპული საქართველოს” ინიციატივაა, პოლიციას ჰქონდეს მოძალადის დაკავების უფლება.
“ევროპული საქართველო” უახლოეს პერიოდში პარლამენტს აღნიშნული ინიციატივებით მიმართავს.