150-მდე ადამიანმა დატოვა სამტრედიაში პარტია „ევროპული საქართველო“. განცხადება ამის შესახებ მათ ქალაქის ცენტრში გააკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზად ისინი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას ასახელებენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა, აგრესია და დესტაბილიზაციის მცდელობა მიუღებელია.
ოპოზიციური პარტიის უკვე ყოფილი წევრები „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს.