ევროპული საბჭოს სხდომა ბრიუსელში

დღეს და ხვალ ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ. შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – აღნიშნულია მოსაწვევ წერილში, რომელიც შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა.