ახალი მოწოდებები ბრიუსელიდან.
ევროპული საბჭოს სამიტი დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული დასკვნა საქართველოსაც ეხება. ევროპული საბჭო ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელ გარემოებებზე მიუთითებს და ხელისუფლებას ევროპული ღირებულებების და ნორმების პატივისცემისკენ მოუწოდებს. მოთხოვნაა პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების და მუქარის შეწყვეტა. დასკვნაში საუბარია მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზეც. ევროპული საბჭო ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. სამიტი სკანდალური და ხმაურიანი აღმოჩნდა. მიზეზი ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ევროკავშირის აღმასრულებელ რგოლში პოლიტიკური თანამდებობების გადანაწილებაა.