ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი და გზავნილები

ვიზიტი, რომელსაც პოლიტიკური სპექტრი და მთელი საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდება, კონკრეტული შედეგით სრულდება.

განახლდა მოლაპარაკება, რომლის გაგრძელების პერსპექტივა ბოლო კვირებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა. დიალოგი პირობების გარეშე – ასეთია პრემიერ-მინისტრის პოზიცია ოპოზიციასთან შეხვედრამდე. ხელისუფლების ოპონენტები კი, რომლებიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, კომპრომისულ ნაბიჯად ახალ არჩევნებზე პლებისციტის დანიშვნას აცხადებენ. მოთხოვნად რჩება ნიკა მელიას გათავისუფლებაც. 31 ოქტომბრის შემდეგ გამწვავებული პოლიტიკური სიტუაციის მიზეზები დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ორივე მხარისგან მოისმინა. ქვეყანამ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო ოკუპაციის საკითხზეც. შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა.