11-12 ივლისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრება. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნოირობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის ფარგლებში განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, დონალდ ტუსკი ბათუმის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დონალდ ტუსკთან ქართულმა მხარემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა.