ევროპულ რეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება. ოპოზიციამ მმართველ პარტიას საკუთარი წინადადებები უნდა გააცნოს. სახელისუფლებო გუნდის ოპონენტთა ნაწილი აცხადებს, რომ მათი ხედვა კანონპროექტების სახით საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია, თუმცა საკუთარ ინიციატივებზე საუბარს სადისკუსიო ფორმატშიც გეგმავენ. 9 პრიორიტეტის ირგვლივ სხვადასხვა საკითხზე უმრავლესობასთან კითხვები აქვს „სტრატეგია აღმაშენებელს“. „გირჩში“ კი განმარტავენ, რომ სამუშაო შეხვედრის მეორე რაუნდისთვის მომზადებულები არიან და ყველა პუნქტთან დაკავშირებით პარტიის პოზიციას დააფიქსირებენ. ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც პროცესს ბოიკოტს უცხადებს „ლელოა“.
„ქართული ოცნება“ ოპონენტებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.