ევრორეკომენდაციებზე მომუშავე ჯგუფები მორიგი შეხვედრისთვის ემზადებიან, რომელიც მიმდინარე კვირაში გაიმართება. როგორც ცნობილია, შეხვედრის მეორე რაუნდზე ოპოზიციამ საკუთარი წინადადებები უნდა წარადგინოს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ცხრა რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მათი ხედვა კანონპროექტების სახით უკვე წარდგენილია საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა, ისინი შეხვედრაზეც გეგმავენ საკუთარი ხედვების წარდგენას. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც არ აპირებს შეხვედრაში მონაწილეობას, პარტია „ლელოა“, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში რჩება.