სტატუსის მოლოდინში პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მწვავდება.
ოპოზიცია ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პუნქტიდან ნაწილს დღემდე შეუსრულებლად აცხადებს. მთავარი კრიტიკა იმ რეკომენდაციებს ეხება, რომლებიც სასამართლოს რეფორმირებას და დეოლიგარქიზაციას გულისხმობს. ოპოზიცია სტატუსისკენ მიმავალ გზაზე დამაბრკოლებლად მიიჩნევს მმართველი გუნდის მხრიდან ევროპელი პარტნიორების მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, რასაც ანტიდასავლურ რიტორიკად განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში სტატუსი მხოლოდ ხალხის დამსახურება იქნება. ოპონენტების ნაწილს სტატუსის საკითხის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს „ქართული ოცნება“, რომელიც თვის ბოლოსთვის ყველა პუნქტზე მუშაობის დასრულებას აანონსებს, თუმცა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცალსახა პროგნოზის გაკეთება უჭირს.