ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტზე, ესპანეთის ქალაქ გრანადაში განხილვის მთავარი საკითხები უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროკავშირის გაფართოების ახალი პოლიტიკაა. ევროგაერთიანების ლიდერები და წევრი სახელმწიფოების პირველი პირები იმსჯელებენ, რა რეფორმებია გასატარებელი ევროკავშირში, რომ ადვილად მოხდეს ახალი წევრების მიღება.