მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს.
უსაფრთხოება, ენერგეტიკა და დაკავშირებადობა განხილვის მთავარი თემებია. მაღალი რანგის პოლიტიკურ ღონისძიებაში ევროკომისიის, ევროპული საბჭოს და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ასევე 47 ქვეყნის მეთაურები მონაწილეობენ. კიშინეუშია საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო სამიტის ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში. მთავრობის მეთაურისა და საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტი არის დისკუსიის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმა იმ პოზიციის წარსადგენად, თუ რატომ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს.
სამიტს ანა ბროლაძე აშუქებს.