ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს შეხვედრა

ევროპის სტუდენტური გაერთიანების საბჭოს რიგით 84-ე შეხვედრას თბილისი მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება. ღონისძიების ოფიციალური გახსნის ცერემონია დღეს თბილისის საკრებულოში გაიმართა, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.