თბილისი შესაძლოა ევროპის საუკეთესო მიმართულების ქალაქი გახდეს.
საქართველოს დედაქალაქი ცნობილ საერთაშორისო კონკურსში პირველად მონაწილეობს. პრესტიჟული სტატუსის მისაღებად მოქალაქეთა აქტიურობაა საჭირო. ხმის მიცემა სპეციალურ ბმულზე დღეიდან 5 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი. დღეს დაწყებულ კონკურსში თბილისს კონკურენციას ევროპის ცნობილი ქალაქები უწევენ. საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს დედაქალაქი ქართველი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოებითაა წარმოდგენილი. კონკურსში მონაწილეობამდე თბილისმა რამდენიმე ეტაპი გაიარა.
ხმის მიცემის პრინციპს მარიამ სეთურიძე გაგვაცნობს.