ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯულიან ასანჟი პოლიტპატიმრად აღიარა. მიღებული რეზოლუციის მიხედვით, ასანჟის მიმართ ჩადენილი ქმედებები იძლევა საშუალებას, რომ მას ჰქონდეს პოლიტპატიმრის სტატუსი. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში გამოხატა ღრმა შეშფოთება ასანჟის მიმართ არაპროპორციულად მკაცრი მოპყრობის გამო და აღნიშნა, რომ ამას ჰქონდა საშიში გავლენა, რაც ძირს უთხრის ჟურნალისტებისა და ანონიმური წყაროების დაცვას მთელ მსოფლიოში. რეზოლუციის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ამერიკას, გამოიძიოს ასანჟისა და „ვიკილიქსის“ მიერ გამოვლენილი შესაძლო ომის დანაშაულები და ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აშშ-ს მოუწოდა, განახორციელოს 1917 წელს მიღებული „ჯაშუშობის აქტის“ რეფორმირება, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება გამომცემლების, ჟურნალისტებისა და ანონიმური წყაროების მიმართ, რომლებიც ასაჯაროებენ კლასიფიცირებულ ინფორმაციას სერიოზული დანაშაულების შესახებ.