ევროპის საბჭოს მინისტერიალში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრი. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტი დაეთმო ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხების განხილვას და ორმხრივ შეხვედრებს. დარჩიაშვილი ვიზიტის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებს – გერმანიის, დანიის, იტალიის, ავსტრიის, სლოვენიის, ლატვიის, სერბეთის საგარეო მინისტრებსა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და ევროკავშირისთვის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის შემდგომი პროცედურები იყო. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, ევროპელი პარტნიორები აღიარებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებას.