ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადება. „ტვიტერზე“ გაავრცელა განცხადება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანმა. „დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას. ასევე, მოვუწოდებთ მეორე მხარეს გაათავისუფლონ გატაცებული მოქალაქე“, – ნათქვამია მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის განცხადებაში.