ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი პარლამენტში

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შალვა პაპუაშვილს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და იმ თემებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია ბურიჩთან განიხილა.