ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა პრემიერმა

ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს მონაწილეობა დღის ბოლოს მედიასთან პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. ირაკლი კობახიძემ სამიტის მნიშვნელობასა და გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა. მათ შორის ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე. პრემიერის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა დისკუსიისთვის.