ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი

ბუდაპეშტი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს. მასში დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. სამიტზე ძირითადი განსახილველი თემა ევროპის უსაფრთხოებაა. გაიმართება თემატური დისკუსიებიც. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა როგორც თემატურ პანელზე, ისე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გამახვილდება ყურადღება.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს სამიტს #მოამბე