საქართველოს პრემიერი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში იმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერი ქალაქ ვუდსტოკში, ბლენ-ჰაიმის სასახლეში მასპინძლობს. ირაკლი კობახიძე სამიტის ფარგლებში დაგეგმილ პანელურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაა ენერგეტიკა და დაკავშირებადობა.
ნოდარ ჩაჩუა თემის დეტალებით.