საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დიდ ბრიტანეთში იმართება. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში ბლენ-ჰაიმის სასახლეში მასპინძლობს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განსახილველი ძირითადი საკითხებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და არალეგალური მიგრაცია.
სამიტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები.
სამიტში ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს.