ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია პირველი არხის მენეჯმენტთან და სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრებს მართავს
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია პირველი არხის მენეჯმენტთან და სამეურვეო საბჭოსთან შეხვედრებს მართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები სხვადასხვა საკითხების განხილვას მოიცავს. მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებრივი რადიოს გამოწვევებს თანამედროვე მედიასივრცეში.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი 2005 წლიდან არის, აქტიურად თანამშრომლობს მასთან და მის წევრ მედიასაშუალებებთან.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტი დღეს დაიწყება და 24 აპრილს დასრულდება.