ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია პირველი არხის მენეჯმენტს და სამეურვეო საბჭოს შეხვდა
ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია პირველი არხის მენეჯმენტს და სამეურვეო საბჭოს შეხვდა.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და იბიუს რადიოს ხელმძღვანელი გრაჰამ დიქსონი, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებებს გაეცნენ. მათი განცხადებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პოზიტიურ რეფორმებს ახორციელებს. ამასთან, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი მიესალმებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი 2005 წლიდან არის და აქტიურად თანამშრომლობს მასთან და მის წევრ მედიასაშუალებებთან.