საზოგადოებრივი მაუწყებლების როლი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში – საქართველო ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეას პირველად მასპინძლობს.
პანელური დისკუსიების მთავარი თემა გლობალური გამოწვევების და მსოფლიო მნიშვნელობის თემების გაშუქებისას საკუთარი გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე მიდგომებზე მსჯელობაა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლები საქართველოს პირველი არხის მიღწევებს, ნიუსრუმის მუშაობის სპეციფიკას და ტელევიზიაში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს ეცნობიან. მიღებულია ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი „იბიუს“ საამაყო წევრად დაასახელეს, პირველი არხის ახალი ამბების ბლოკის ხელმძღვანელი კი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის წევრად აირჩიეს.