ბათუმში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრალურ სკვერში ევროკავშირის, საქართველოსა და აჭარის დროშები საზეიმო ვითარებაში აღმართეს. ახალგაზრდებთან ერთად, ღონისძიებას აჭარის მთავრობის პირველი პირები ესწრებოდნენ.
რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა ასევე 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით. მან უარყო ინფორმაცია, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები იძულებით მიჰყავთ. ევროპის კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებები გაიმართა გორშიც.