ევროპის კვირეული დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ გრძელდება. დღევანდელი ღონისძიება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით იქნება დატვირთული, ევროკავშირის ელჩმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც.
ღონისძიების ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ევროკავშირის ღირებულებები, ეკონომიკა, განათლება, კულტურისა და გარემოსდაცვითი ინიციატივები, ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ევროპის კვირეულს აშუქებს ჩვენი ჟურნალისტი ხატია ჯამალაშვილი, რომელიც ახლა დეტალებით ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.