თბილისში „ევროპის დღეები“ მიმდინარეობს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ექსპოჯორჯიას“ ტერიტორიაზე ღონისძიებებს მართავს.
საგამოფენო სივრცეში მოწყობილია ევროპული სოფელი, აგრობაზარი და საბავშვო გასართობი სივრცეები. საზეიმო ღონისძიებაზე დღეს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი გამოვიდნენ.
ნათია ქენქაძე იმყოფება ადგილზე, რა საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება გამომსვლელებმა?