თბილისი ევროპის დღეებს მასპინძლობს – თარიღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღონისძიებებს მართავს. „ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში მოწყობილია ევროპული სოფელი, აგრობაზარი და საბავშვო გასართობი სივრცეები. საზეიმო ღონისძიებას დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩიც ესწრება, გაიმართება დისკუსიები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელობაზეც.
ნათია ქენქაძე იმყოფება ახლა „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე – რას ნახავს ადგილზე მოსული დამთვალიერებელი?