„ჩვენ გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ჩვენი ოჯახის, ევროკავშირის ნაწილი გახდეს, დარჩით ევროკავშირის გზაზე და დარწმუნებული იყავით, ჩვენ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ“, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროპის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.
მისივე თქმით, საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს კანდიდატის სტატუსით, რაც ისტორიული მოვლენაა საერთო ევროპულ გზაზე.