ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩომ განცხადება გაავრცელა. ამ დღეს აღინიშნება 1950 წლის შუმანის ისტორიული დეკლარაცია, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა – იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში, დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, ალიანსი 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის საელჩო განცხადებას ავრცელებს. ევროპის დღეს, ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირისა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებსა და სოლიდარობას, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში. – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის დღე – ელჩების ერთობლივი განცხადება
მოამბე