ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ლაშა ბექაური კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი მეტოქე იპონით დაამარცხა. ინდივიდუალური ასპარეზობებში ჩვენმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. კონტინენტის პირველობაზე გუნდური ტურნირი დღეს იმართება, შეჯიბრში ჩვენი ნაკრებიც მონაწილეობს.
გუნდური ასპარეზობის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს 17 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.