ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში. კონტინენტის პირველობისთვის 39 ქვეყნის მოჭადრაკეები შეიკრიბნენ.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, მათი საბოლოო შედეგი მე-11 ადგილია. ევროპის გუნდური ჩემპიონი როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის რუსეთი გახდა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა და მონაწილეობა 196-მა მოჭადრაკემ მიიღო.