ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში

15:37, 03.11.2019

ბათუმში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ჭადრაკში. კონტინენტის პირველობისთვის 39 ქვეყნის მოჭადრაკეები შეიკრიბნენ.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს ვაჟთა ნაკრებს, მათი საბოლოო შედეგი მე-11 ადგილია.  ევროპის გუნდური ჩემპიონი როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის რუსეთი გახდა.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა და მონაწილეობა 196-მა მოჭადრაკემ მიიღო.

მსგავსი