დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ გუშინ საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები. სამი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა შეკრებილებს სიტყვით მიმართეს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, თქმით, ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ საქართველოში ამჟამად არსებულ სიტუაციაზე ყველამ ღიად უნდა ისაუბროს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება.