ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი - შეფასება

ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში დასრულებულია. ევროპელი ლიდერები საქართველოს პრეზიდენტს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის მხარდაჭერა და ცვლილებებისთვის ბიძგის მიცემა დაასახელა. მათი მხრიდან გაჟღერდა მოთხოვნა არჩევნების საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ. ვიზიტს გამოხმაურებები მოჰყვა თბილისში. მმართველი გუნდი ევროპელი ლიდერების განცხადებებს არადიპლომატიურსა და არამეგობრულს უწოდებს და ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აფასებს, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რვა ევროპელი პოლიტიკოსის ვიზიტი და განცხადებები არის მათი მოთხოვნის მკაფიო მხარდაჭერა.